2024 წლის, 26 აპრილს პანკისის ხეობის სოფელ ხადორში, ორგანიზაცია სადაგის, პანკისელი და ქართველი მოხალისეების ერთობლივი ინიციატივით და ორგანიზებით მოვაწყვეთ დასუფთავების აქცია.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობას იღებდნენ დუისის საჯარო სკოლის და ახმეტის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ადგილობრივი მოხალისეები, ასევე ორგანიზაცია სადაგის მოხალისეებიც, ჯამში 20-25 ადამიანი.
