პროექტის დეტალი

დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას ფარში

გამოყვეყნების თარიღი: Feb 12, 2024

პროექტის აღწერა

2023 წლის ზაფხულში უნივერსიტეტის მხარდაჭერით სტუდენტები წავედით სვანეთის სოფელ ფარში სვანეთის უნიკალური ბუნების სანახავად. ჩვენ იქ 10 დღის განმავლობაში დავრჩით საკუთარი საძილე ტომრებითა და აღჭურვილობოთ. ადგილობრივმა მოსახლეობამ დასაბანაკებლად ადგილი გამოგვიყო ტყესთან ახლოს, რომელიც ძალიან კარგად მისადგომი იყო. ამის სანაცვლოდ ბავშვები ვეხმარებოდით სოფლის მცხოვრებლებს სხვადასხვა საქმეში, რომ მათთვის სამუშაო შეგვემსუბუქებინა. ამ დღეებში ჩვენ მათ ვეხმარებოდით თივის ზვინების დადგმაში, თივის შეგროვებაში და გზების გასუფთავებაში როგორც ქვებისგან, ისე ნაგვისგან. ასევე, სოფელში შენდებოდა ქვის კედელი, რომლის დასრულებაც ზაფხულში უნდოდათ და ქვების მიზიდვასა და დადებაშიც აქტიურად ვეხმარებოდით მათ.



პროექტის ავტორი
, თბილისი

მე ვარ მოხალისე, რომელსაც ძალიან მოსწონს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა. ჩემი აზრით მოხალისეობა ადამიანს აძლევს ისეთი უნარების გამომუშავების საშუალებას, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში... განაგრძეთ კითხვა