პროექტის დეტალი

დავეხმაროთ მოხუცებსა და შშმ პირებს

გამოყვეყნების თარიღი: Feb 12, 2024

პროექტის აღწერა

2024 წელს USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის ბავშვებთან ერთად ვესტუმრე მოხუცებს, მიუსაფარ ბავშვებსა და შშმ პირებს. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მათ გავუმასპინძლდით, დავეხმარეთ მათ მოვლაში, გავატარეთ მათთან დრო და მოვისმინეთ ბევრი საინტერესო და სახალისო ისტორია. ჩვენ მივდიოდით სხვადასხვა დღის ცენტრებში, კავშირებში და სახლებში რომ ამ ადამიანების მიმართ ყურადღება გამოგვეხატა, მივხმარებოდით და ასეთ მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობით წვლილი შეგვეტანა მათი თუნდაც ერთი დღის გალამაზებაში. ამ პროექტის ფარგლებში შევძელით რომ ბევრი საინტერესო ადამიანი გაგვეცნო, მათ დავახლოვებოდით და რა თქმა უნდა მიგვეღო მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში და სხვებთან ურთიერთობაში აუცილებლად გამოგვადგება.


პროექტის ავტორი
, თბილისი

მე ვარ მოხალისე, რომელსაც ძალიან მოსწონს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა. ჩემი აზრით მოხალისეობა ადამიანს აძლევს ისეთი უნარების გამომუშავების საშუალებას, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში... განაგრძეთ კითხვა