პროექტის დეტალი

დებატ-კლუბი

გამოყვეყნების თარიღი: Oct 10, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

პრობლემა: ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ნაწილი არ არის ჩართული არაფორმალურ განათლებასა და მოხალისეობრივ საქმიანობებში. განსაკუთრებით იგრძნობა გუნდურობისა და საჯარო გამოსვლის კულტურის ნაკლებობა, რაც ხელს უშლის ახალგაზრდების თვითგამოხატვისა და მოქალაქეობრივი აქტივობის შესაძლებლობებს.

 ჩემი მიზანი იყო ახალგაზრდების გააქტიურება და მათი უნარების გაძლიერება დებატისა და არგუმენტირებული მსჯელობის გზით. პროექტის მიზანი ასევე იყო ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის კულტურის პოპულარიზაცია, რაც მომავალში დაეხმარებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქმიანობა: 6 თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, მიმდინარეობდა კლუბის შეხვედრები, სადაც მონაწილეობდა 30 ახალგაზრდა.
შეხვედრების ფარგლებში ჩატარდა: პრაქტიკული სესია დებატების ფორმატებზე, არგუმენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარებზე
• მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა გუნდურ მუშაობაზე
• გაიმართა დებატების ტურნირი
• მონაწილეებმა თავად მოამზადეს თემები და საკუთარი ინიციატივით წარმართეს დისკუსიები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
საერთო ჯამში, 30-მა ახალგაზრდამ მიიღო ცოდნა და გამოცდილება დებატებში მონაწილეობით. პროექტი განხორციელდა სსიპ ქ.ახალციხისN5 საჯარო სკოლის თვითმმართველობის 2024-2025 ფარგლებში კლუბის ლიდერი გიორგი საანიშვილი


დებატ-კლუბი
პროექტის ავტორი
სამცხე-ჯავახეთი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0