
ჩვენმა გუნდმა პროექტი მოამზადა თემაზე "დედამიწას სჭირდება მოვლა", რომლის მიზანიც იყო ახალგაზრდებისათვის შეგვეხსენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროექტზე მუშაობისას ვიკვლევდით ეკოლოგიურ პრობლემებს, როგორიცაა ნაგვის გადაჭარბებული რაოდენობა, ჰაერის დაბინძურება, ტყეების გაჩეხვა და წყლის რესურსების დაბინძურება.
ლექცია ონლაინ ჩავატარეთ — მოვამზადეთ პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ავხსენით, რატომ არის ეკოლოგია მნიშვნელოვანი თემა დღეს და როგორ შეგვიძლია თითოეულმა ადამიანმა შევიტანოთ ცვლილება. გავაზიარეთ ეკრანი, ვიზუალურად ვაჩვენეთ მონაცემები, ფოტოები და მაგალითები.
მჯერა, რომ პრეზენტაცია გამოვიდა მხიარული და დამამახსოვრებელი.
ეს პროექტი იყო ჩვენთვის არა მხოლოდ ინფორმაციული გამოცდილება, არამედ შანსი — სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა ეკოლოგიური ცნობიერება და ერთობლივი პასუხისმგებლობა ბუნების წინაშე.
(P.s აქტივობის ზუსტი დრო: 23 მარტი, 20:00 დავიწყეთ შეხვედრა. ჯამში 2.30 მოხალისეობრივი საათი. ამ აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.)