uდუისის საჯარო სკოლა ში მიმდინარე პროექტის ,, დეკორატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ დუისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის და თვითმართველობის თავჯდომარე მუსლიმ ბორჩაშვილი და პედაგოგი მედეა ბორჩაშვილი.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 25 მა მოსწავლემ და 15 - მდე პედაგოგმა.
გამოფენა ჩატარდა დუისის საჯარო სკოლაში 2024 წლის 10 ივნისს, რომელიც მხარდაჭერილი იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი.
