ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო- განათლებისა და კულტურის კომიტეტი, პროექტი- დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტმა განახორციელა შეხვედრა თემაზე: დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები, რომელსაც გაუძღა მოწვეული სპიკერი-მარიამ გოროზია.
პირველი ეტაპი-საორგანიზაციო საქმიანობები:
სივრცის დაჯავშნა და სპიკერის მოწვევა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს Facebook გვერდზე პოსტერის განთავსება ინფორმაციის გავრცელების მიზნით და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის განთავსება დასწრების მსურველთათვის.
მეორე ეტაპი-შეხვედრა სპიკერთან
პროექტის გახსნა და ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის მოკლე მიმოხილვა. სპიკერის სესია თემაზე-,,დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები“, შემდგომ კი დისკუსიის წარმართვა აღნიშნულ საკითხზე დამსწრე საზოგადოებაში და პრობლემებისა და მისი გადაჭრის ტექნიკების განხილვა. შეხვედრის შემდეგ აქტივობის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალის განთავსება.
პრობლემა:
არასამთავრობო ორგანიზაციის- ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ კვლევების საფუძველზე შედგენილი დოკუმენტის- ,,დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მიხედვით დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პროცესების მთლიანობას.ამიტომ, დეზინფორმაციისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია მის წინააღმდეგ მეთოდებისა და ტექნიკების ცოდნა და მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.
მიზანი:
მოსალონდელი შედეგები:
პროექტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით სოციალურ-საწარმო ,,Mego Bar’’-ში გაიმართა. ამ პერიოდში განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და ჯამში დავუთმე: 8 საათი.
განხორციელების თარიღი: 28.05:2024, საორგანიზაციო საქმეების დაწყება: 15:05:2024