პროექტის აღწერა2024 წლის 18 დეკემბერს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა დააორგანიზეს დისნეის წვეულება, სადაც ახალგაზრდები დისნეის რომელიმე პერსონჟს განასახიერებდნენ. წარმოდგენილები იყვნენ სხვადასხვა კოსტუმებში, დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობები, კარაოკე, ცეკვები და ა.შ.
წვეულებამ წარმატებით ჩაიარა და დამსწრე ახალგაზრდებიც კმაყოფილები დარჩნენ. წვეულებაზე იყო საჩუქრების გადაცემაც და ახალგაზრდების გახარება. წვეულების წამყვანები უშუალოდ მოხალისეები იყვნენ, რომლებმაც რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს წვეულებაზე მუშაობა. საღამო მართლაც დაუვიწყარი გამოვიდა.