პროექტის დეტალი

“ძველი კოლხური ტრადიციების გაცოცხლება, მცენარე ღომი და მჭადი”

გამოყვეყნების თარიღი: Nov 27, 2024 ჩართული მოხალისეები: 15 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

გასტროტურიზმით დაახლოებით 3წელიწადია ვარ დაინტერესებული. განვახორციელე პროექტი “ძველი კოლხური ტრადიციების გაცოცხლება მცენარე ღომი და მჭადი” და ამ პროექტით ხელი შევუწყვე ამ ორი მცენარის, მცენარე ღომისა და მჭადის გაცოცხლებას. პროექტის დასრულების მიუხედავად დღემდე ვცდილობ რომ საზოგადოებას ავუმაღლო ცნობიერება ამ ორ კულტურაზე და მოხალისეობრივად დავაკავშირო ფერმერები, ბიზნეს სექტორი და უბრალოდ დაინტერესებული პირები ერთმანეთს. ამ ყველაფერმა ჩემი მეგობრების დაინტერესება გამოიწვია, ერთად ვესტუმრეთ იმ ფერმერს, რომელსაც მოჰყავდა ეს ორი კულტურა, ვნახეთ ეს მცენარეები და გავსინჯეთ ღომის ღომი და მჭადის მჭადი.  ვცდილობ რომ ხელი შევუწყო ამ ორი კულტურის გავრცელებას, რათა არ გადაშენდეს და შეიძლება საბოლოოდ ეს ყოველივე ბიზნესად იქცეს, რაც რეგიონის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.