პროექტის დეტალი

ერთი წიგნის ისტორია

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2022 ჩართული მოხალისეები: 14 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

9 მარტს ახალგაზრდულ სივრცეში ჩავატარე ლიტერატურული შეკრება ადგილობრივი მოზარდების ჩართულობით, სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ და წარვუდგინეთ ერთი  წიგნის ისტორია. ციფრულ ოცდამეერთე საუკუნეში წიგნის კითხვა საკმაოდ დიდ გამოწვევად იქცა. მრავალი მეცნიერული კვლევა ადასტურებს, რომ წიგნი შეუცვლელია და მისი ჩანაცვლება ნებისმიერი ციფრული მოწყობილობით უბრალოდ უშედეგოა. თავის მხრივ გლობალურმმა პანდემიამაც განაპირობა წიგნისადმი ნაკლები ინტერესი მოზარდებში, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ადგილობრვი მოზარდებთან ერთად გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ამავდროულად საყვარელი წიგნები. ვფიქრობ ჩემი პატარა წვლილით ხელს შევუწყობ იმ გლობალურ გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი დედამიწის ბავშვები ვდგავართ. შეხვედრას ესწრებოდა 14 სკოლის მოსწავლე, მაგთან 9 მოხალისე. გარდა ამისა გვესწრებოდა ახალგაზრდული მუშაკი ჩვენს რეგიონში- თამარ ხომასურიძე.