"ერთი წვეთი სისხლი, ერთი სიცოცხლე."
გამოყვეყნების თარიღი: Nov 14, 2024
ჩართული მოხალისეები: 25
მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტი განვახორციელე ამავე წლის 22 დეკემბერს .
პროექტი, სახელწოდებით “გაიღე სიცოცხლე,” მიზნად ისახავდა უანგარო სისხლის დონაციის ორგანიზებას, რათა დაეხმაროს მათ, ვისაც ეს გადაუდებლად სჭირდება. პროექტის საშუალებით, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას გავაცანით სისხლის დონაციის მნიშვნელობა და გავუწიეთ მხარდაჭერა მათ, ვისაც დახმარების ხელი სჭირდებოდა. პროექტის მთავარი მიზანი იყო საზოგადოების წევრების მობილიზება და მათი ჩართულობის გაზრდა სისხლის დონაციის პროცესში. ამით, ისინი გახდნენ სიცოცხლის გადარჩენის მონაწილეები და ხელი შეუწყყვეს უანგარო დახმარების იდეის გავრცელებას. დაგეგმილი აქტივობები: 1. ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება: სკოლის მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც ავხსენით სისხლის დონაციის მნიშვნელობა, პროცედურის უსაფრთხოება და შედეგები რასაც დაახლოებით 3 საათი დაეთმო. 2. სურვილის გამოთქმა და ორგანიზება: სურვილის მქონე პირების (მასწავლებლები, მოსწავლეები და სოფლის მოსახლეობა) სიების შევადგინეთ და დეტალების დავამუშავეთ, რათა პროცესის დღე ორგანიზებულად და დროულად წარმართულიყო რასაც დაახლოებით 4 საათი დაეთმო. 3. დონაციის დღის ორგანიზება: სპეციალური სამსახურს დავუკავშირდით და მოვიწვიეთ სკოლაში, სადაც მოხდა სისხლის დონაციის პროცესი რასაც 3 საათი დასჭირდა. სისხლი გაიღო დაახლოებით 12 ადამიანმა.