პროექტი განვახორციელე ამ წლის წლის 24 ნოემბერს.
პროექტის იდეა: “ერთობა მრავალფეროვნებაში” მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და კულტურის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და თანასწორობის მხარდაჭერას. პროექტი ყურადღებას ამახვილებდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეთნიკური უმცირესობების თანასწორობის, მათი კულტურული თავისებურებების პატივისცემისა და ბულინგისგან დაცვის მნიშვნელობა. ასევე, პროექტი ხელს უწყობდა ტოლერანტულ და ინკლუზიურ გარემოს შექმნას. დაგეგმილი აქტივობები: 1. ვიდეო კლიპის მომზადება: კლიპში რომელიც ასახავდა ეთნიკური უმცირესობების გამოცდილებას, სირთულეებსა და მათთან დამოკიდებულების მნიშვნელობას. კლიპი გავრცელდა სოციალურ მედიაში და სხვადასხვა პლატფორმებზე საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად, რაც მოიცავდა 3 საათს.
2. პრეზენტაციის ჩატარება: ჩატარდა სამჯერ პრეზენტაცია.პრეზენტაციები ჩატარდდა სკოლისა და საზოგადოების მასშტაბით, სადაც განვიხილავდით ეთნიკური მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და ბულინგის ნეგატიური შედეგების საკითხებს, რაც მოიცავდა-3 საათს.
3. ფილმის ჩვენება: გაიმართა ფილმის ჩვენება, რომელიც აჩვენებდა ეთნიკური უმცირესობების ცხოვრებას, კულტურულ თავისებურებების და ბულინგის შედეგებს. ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრეები თავიანთ მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს-2საათი.
4. ბუკლეტების დარიგება: შეიქმნება ინფორმაციული ბუკლეტები, რომლებიც მოკლედ და მკაფიოდ ასახავს ბულინგის ნეგატიურ ზეგავლენას ეთნიკური უმცირესობების, მათ კულტურულ მემკვიდრეობის და თანასწორობის მნიშვნელობაზე -2 სააათი.
ბუკლეტები გავრცელდა სკოლებში, საზოგადოებაში და სხვა ადგილებში.