|
ბოლო წლების განმავლობაში მოზარდებისინფორმირებულობა ევროკავშირის შესახებ ჩვენს ქვეყანაშისაკმაოდ დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთანინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვანი თემაა ქვეყნისთვის, მოზარდები ხშირად არ არიან საკმარისად ინფორმირებულნიევროკავშირის ისტორიაზე, ღირებულებებზე და იმშესაძლებლობებზე, რომლებიც მან შეიძლება შესთავაზოსმათ. აქედან გამომდინარე ამ პროექტის მიზანია სკოლისმოსწავლეების ინფორმირება ევროკავშირის შესახებ, მათიცნობიერების ამაღლება ევროპის კულტურაზე, ისტორიასა დაღირებულებებზე. ამ პროექტის ფარგლებში დაიგეგმება- საგანმანათლებლო ტრენინგი, ევროპული კინოს ჩვენება და შემდეგ დისკუსია, ევროპული ქვეყნების პრეზენტაცია, იმიტირებული გაეროს მოდელირება, კონკურსი- "ჩემი ხედვა ევროპაზე", ევროპული ისტორიისა და გეოგრაფიის ვიქტორინა, ევროკავშირის თემატური არტ-გამოფენა. |