პროექტის დეტალი

ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2023

გამოყვეყნების თარიღი: Nov 28, 2023

პროექტის აღწერა

 საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და წარმატებულ ახალგაზრდულ და საგანმანთლებლო ორგანიზაციას, რომელსაც 2016 წლიდან დღემდე ათასობით ბენეფიციარი ჰყავს. ორგანიზაცია დასავლური ფასეულობების  მატარებელია, რომელიც ხელს უწყობს არაფორმალური განათლებით, ახალგაზრდული მუშაობით დაინტერესებული ადამიანების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას. აღნიშნულ ორგანიზაციაში ვარ სამიტების ორგანიზატორი.ორგანიზაციაში გავიარე ტრენინგები, როგორიცაა: განათლება, პროფესიული განვითარება და რეალიზების ინსტრუმენტები, ორგანიზაციული კულტურა და მართვა, ლიდერობა და გუნდური მუშაობა, ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნება, პიროვნული განვითარება, გაყიდვები და ინტერპერსონალური კომუნიკაციები.  2 თვის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული სამიტის საორგანიზაციო საკითხებში, პროექტის დაგეგმვა და განხორციელების, სპონსორსიფის პროცესში. 28, 29, 30 დეკემბერს  ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტის_ ორგანიზატორი, ასევე ევროპარლამენტის კომიტეტის -შიდა ორგანიზატორი. ქვეყნის მთავარი ახალგაზრდული სამიტი წარმოადგენს უპრეცენდენტო მასშტაბის სიმულაციურ ფორუმს, რომელიც ემსახურება ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლას, აქტუალური და პრობლემატური საკითხების განხილვას, ევროპული ღირებულებების გაზიარებას, ახალგაზრდებს შორის დისკუსიის წახალისებას.სამიტი აერთიანებს 150-200 ახალგაზრდას, რომელსაც ვაძლევთ და ვუქმნით შესაძლებლობას: გაიღრმავონ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები, დაეუფლონ საჯარო გამოსვლებისა და მოლაპარაკების ხელოვნებას, გაეცნონ ევროკავშირის ინსტიტუტის მოდელს, პოლიტიკასა და აქტუალურ პრობლემატურ საკითხებს, ისწავლონ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და შეფასება.


პროექტის ავტორი
, იმერეთი

ვმუშაობ საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტშიევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2023 -ორგანიზატორიGLOW Georgia- ელჩიGLOW Club Bagdati- ლიდერიErasmus+ პროექტ,, სამოქალაქო და ლიდერული უნარების განვითარება ქართველი და ჩეხი გოგონებისთვის''- მონაწი... განაგრძეთ კითხვა