პროექტის დეტალი

ევროპული ისტორიის კვალდაკვალ

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 25 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

 ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო- განათლებისა და კულტურის კომიტეტი, პროექტი- ევროპული ისტორიის კვალდაკვალ

ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტმქ განახორციელა  პროექტი-,,ევროპული ისტორიის კვალდაკვალ“. პროექტი მოიცავდა საინფორმაციო ვიზიტს დადიანების სასახლეში, რის შემდეგაც მონაწილეები დაიყვნენ  გუნდებად  და წარმოადგენენ პრეზენტაციებს  თემატურ თემებზე.

  • პირველ ეტაპი- საორგანიზაციო საქმიანობები: 

       სივრცის დაჯავშნა და გიდის მოწვევა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტერის განთავსება ინფორმაციის გავრცელების მიზნით და სარეგისტრაციო ფორმის განთავსება მონაწილეობის მსურველთათვის. სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე 20 მონაწილის შერჩევა და მათთან კომუნიკაცია. 

  • მეორე ეტაპი - პირველი საინფორმაციო შეხვედრა

 პროექტის გახსნა, ახალგარზდული სათათბიროს საქმიანობის და პროექტის მოკლე მიმოხილვა. პროექტის მიმოხილვის შემდეგ, გიდი ესაუბრება მონაწილეებს დადიანების სასახლეზე. შემდეგ ეტაპზე, მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და იმუშავებენ პრეზენტაციებზე შეზღუდული დროით. დროის დასრულების შემდეგ, ყველა გუნდი წარმოადგენს მის პრეზენტაციას. სოციალურ ქსელში განთავსდება აქტივობის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა.

პრობლემა:

დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. იგი ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს. თუმცა, ბევრ ადგილობრივსაც კი არ აქვს ინფორმაცია მისი ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.`

მიზანი:

  • ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს შესახებ ინფორმაციის მიწოდება მონაწილე ახალგაზრდებისთვის და სამომავლო ატივობებში მათი ჩართულობის გაზრდა.
  • მონაწლე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება დადიანების სასახლის ისტორიაზე.
  • დადიანების სასახლის ექსპონატების გაცნობა.
  • დადიანების სასახლის ევროპული ბაღის გაცნობა.
  • მონაწილეებში დადიანების შთამომავლობის ისტორიის გაცნობა

მოსალონდელი შედეგები:

  • მონაწილეები ინფორმირებულები იქნებიან ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის შესახებ და აქტიურად ჩაერთვებიან მომავალ აქტივობებშიც.
  • მონაწილეებში ცნობიერება ამაღლდება დადიანების სასახლის ისტორიაზე. 
  • მონაწილეები გაეცნობიან დადიანების სასახლის ექსპონატებს.
  • გაეცნობიან დადიანების სასახლის ევროპულ ბაღს.
  • ინფორმაციას მიიღებენ დადიანების შთამომავლებზე.

 პროექტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრება ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებითა და დადიანების სასახლესთან თანამშრომლობით ჩატარდა. ამ პერიოდში განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, აქტიურად ვმონაწილეობდი საორგანიზაციო საქმეებში და დავუთმე 12 საათი.

განხორციელების თარიღი:21.05.2024, საორგანიზაციო საქმეების დაწყება: 1.05:2024.