პროექტის დეტალი

,,ფეიკ ნიუსების გასანეიტრალებლად''

გამოყვეყნების თარიღი: Oct 15, 2020
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

კოვიდ 19-ის პანდემიამ ბევრი პრობლემა გაამძაფრა ან შექმნა. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა, კოვიდ 19-ის პანდემიის დროს ფეიკ ნიუსებია. ვრცელდებოდა და ვრცელდება ბევრი არასწორი ინფორმაცია კოვიდ 19-ის სტატისტიკის, სიმპტომების, მკურნალობის მეთოდებზე და ა.შ. ამ ფეიკ ნიუსებს კი, საზოგადოების ნაწილზე ცუდი ზეგავლენა ჰქონდა.

ფეიკ ნიუსების გასანეიტრალებლად და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განხორციელდა აქტივობა, რომელიც მოიცავდა ფეისბუქ გვერდის შექმნას და მისი დახმარებით სწორი ინფორმაციის გავრვცელებას. ფეისბუქ გვერდის დახმარებით, სწორ ინფორმაციასთან ერთად ვრცელდებოდა სხვადასხვა რეკომენდაციები. ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად, გამოიყენებოდა ვიზუალური თვალსაჩინოებები

განხორციელებულმა აქტივობამ 200+ ადამიანი მოიცვა და სწორი ინფორმაცია მიაწოდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ აქტივობა არ იყო ფართო მასშტაბიანი, აქტივობის მიზანი მიღწეული იქნა.


,,ფეიკ ნიუსების გასანეიტრალებლად''
პროექტის ავტორი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0