პროექტის დეტალი

ფესტივალი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2023

პროექტის აღწერა

ჩემი სკოლა ჩართულია პროექტში სახელწოდებით:
,,SHE'S GREAT!"
პროგრამა გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებზეა დაფუძნებული . ორგანიზაცია IREX-ის ინიციატივაა, რომელიც ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ოფისის მხარდაჭერით, მსოფლიოს ექვს ქვეყანაში ხორციელდება,მათ შორის საქართველოში.
 პროგრამას საქართველოში სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ახორციელებს.
 ჩვენს სკოლაში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირველი ეტაპის შემაჯამებელი სასწავლო ფესტივალი.
ჩვენ  რვა კვირის განმავლობაში გაცნობილი სასწავლო კურსის შედეგები წარმოვადგინეთ, რომლის პროცესსაც წარმატებით ვუძღვებოდი მე.
ვისაუბრე გენდერული ნიშნით სტერეოტიპულ ,ტოქსიკურ და ჯანსაღ ურთიერთობებზე... წარმოვადგინეთ პოსტერები და სკეტჩები. ასევე დამსწრე საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს გავაცანით მომავლის გეგმები.












პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა