26 აპრილს მე და ერთმა მოხალისემ, ჩვენივე ხელით მთელი გულითა და სიყვარულით გაკეთებული ორცხობილები გაჭირვებულ ადამიანებს დავურიგეთ, ისინი ამ მცირედითაც ძალიან ბედნიერები დარჩნენ, რამაც ჩვენ კიდევ უფრო გვასიამოვნა და დადებითი ემოციებით დაგვმუხტა. ჩვენი პროექტის მიზანი სიყვარულის და სიკეთის გაცემა იყო, რაც გამოგვივიდა და უკან ძალიან თბილი ემოციები და სიტყვები მივიღეთ