პროექტის დეტალი

გაჩუქების აქცია და ქრაუდფანდინგი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2024 ჩართული მოხალისეები: 5 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩვენი ერთ-ერთი ბენეფიციარი შშმ პირია, ის ბისერებისგან სხვადასხვა აქსესუარს ამზადებს, ჩვენ მას მოვუტანეთ მასალა და შემდეგ გამოფენა-გაყიდვის მოწყობაში დავეხმარეთ. მრავალშვილიან დედას ახალშობილისთვის ჰიგიენის,პირველადი მოხმარების ნივთები და ტანისამოსი წავუღეთ,რაც მას ძალიან სჭირდებოდა. დავაორგანიზეთ სკოლაში გაჩუქების აქცია,რომელშიც მთელი თემი ჩაერთო,ყველას შეეძლო ეჩუქა ის რაც მას სჭირდებოდა და გაეჩუქებინა ის,რაც აღას სჭირდებოდა, ასე მდგრად მოხმარებასაც შევუწყვეთ ხელი და ტანისამოსის დაწვის მავნე ჩვევაც აღვკვეთეთ თემში. თებერვალში პირველად ვითანამშრომლეთ ჩერნოვეცკის ფონდთან,სოფელში შევაგროვეთ ტანისამოსი,ვიყიდეთ საკანცელარიო ნივთები და გავაგზავნეთ ფონდში,რომ დაარიგონ იმ ბენეფიციარებზე ვისაც ის რეალურად სჭირდება. თემში ჩვენი აქციებით ისარგებლა 40 მდე ადამიანმა,ხოლო ფონდის მეშვეობით 50 ზე მეტმა ბავშვმა და მოზრდილმა.

ქრაუდფანდინგის კამპანია წარმატებებული აღმოჩნდა, შემოსული თანხით დავიწყეთ სკოლის სხვენში სივრცის მოწყობა,თავად მოვხატეთ კედლები, დავაგეთ იატაკი,მოვაწყვეთ სივრცე ავეჯით,ეკოკლუბის წევრები სრულად ვიყავით ჩართული აღნიშნულ საქმიანობაში.