2024 წლის 20 მაისს, პროექტის ,,დიპლომატიის სკოლა"-ს ფარგლებში, ჩემს მოხალისეობრივ გუნდთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე გაეროს გენერალური ასამბლეის მოდელირება, სადაც პროექტის მონაწილეები გამოდიოდნენ მომზადებული სიტყვით, სადაც ისინი განიხილავდნენ გლობალურ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს გაეროს სამოქმედო გეგმით და მდგრადი განვითარების მიზნებზე მუშაობით, მათ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი სახელმწიფოების გამოცდილებები, ასევე განხორციელდა მათ შორის დისკუსიები და არგუმენტირებული დებატები, დღესდღეობით მსოფლიოს წინაშე არსებულ მწვავე საკითხებზე.
გაეროს მოდელირების მიზანია ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ღირებულებების, ეფექტური კომუნიკაციის, გლობალიზაციისა და მრავალმხრივი დიპლომატიის გაცნობა. ასევე, ეს როლური თამაში ავითარებს სხვადასხვა, მათ შორის, ეფექტური კომუნიკაციის, ლიდერობის, ჯგუფური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების უნარებს.
გაეროს მოდელირება ჩატარდა პანკისის ამერიკულ სივრცეში, გამოვაცხადეთ გამარჯვებულებიც, რომლებსაც სიმბოლური პრიზები გადავეცით.














