პროექტის დეტალი

გამოკითხვა

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2024 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

28 ოქტომბერი - 1 ნოემბერი მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით, მე და ჩემი კლუბის ბავშვებმა, გლოუ კლუბის ჩვეულებრივი შეხვედრებისგან დამოუკიდებლად  ჩავატრეთ გამოკითხვა.

მიზანი იყო მის დადგენა, თუ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს სოც. მედიის უსაფრთხოდ გამოყენება და ყალბი ინფორმაციის ამოცნობა. ანონიმურ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 89 ადამიანმა. 
გიზიარებთ გამოკითხვის შედეგებს :

  • გამოკითხული 89 ადამიანიდან, 70% ზე მეტი მიიჩნევს, რომ იყენებს სოც. მედიას ძალიან ხშირად ან ხშირად.
  • გამოკითხულთა 92% იყენებს სოც. ქსელებს სიახლეთა გასაგებად. მათგან 51% პარალელურად იყენებს ტელევიზიას.
  • გამოკითხვაში მონაწილე ადამიანებს აქვთ ზოგადი წარმოდგენა იმისა, თუ როგორ ამოიცნონ ცრუ ინფორმაცია. თუმცა ისინი რეალურ სიტუაციებში არ იყენებენ ამ უნარებს.
  • გამოკითხულთა 43.2% არ ამოწმებს იმ ინფორმაციის ვალიდურობას, რომელსაც აზიარებს.
  • 34,1% ტრადიციულ მედია საშუალებებს უფრო სანდოდ მიიჩნევს, ვიდრე თანამედროვე მედიას.
  • აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 20.2% უგულებელყოფს ინფორმაციის ავტორს და ენდობა მხოლოდ ტექსტის გამართულობას.
  • 10.1% კი ფიქრობს, რომ კომენტარების გადახედვა საკმარისია სიახლის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად.
  • საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა სურვილი, რომ ისწავლონ ყალბი ინფორმაციის ამოცნობის გზები, არის 8.2/10.

გამოკითხულთა უმეტესობამ დიდი სურვილი გამოთქვა ყალბი ინფორმაციის ამოცნობის გზების სწავლაზე. სწორედ ამიტომ, კლუბის მონაწილეებმა მოამზადეს ორი საინფორმაციო პოსტერი. 


გამოკითხვის ჩატარება, შედეგების ანალიზი,- 5 სთ