სკოლაში განვახორციელე პროექტი სახელწოდებით ''გარდატეხის ასაკის ლაბირინთები'', რომელიც მოიცავდა ფილმის ჩვენებას, კლასში გაკვეთილების ჩატარებას, კვლევის ჩატარებას, პოსტერების კონკურსს. თითოეული აქტივობა მოიცავდა 2 საათს. ჯამში 8 საათი. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების დახმარება, ინფორმირება და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე სწორი მიმართულების მიცემა. აქტივობაში სხვა მოხალისეებიც მონაწილეობდნენ.