პროექტის დეტალი

გარემოს დაცვა და ეკოლოგია

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2023

პროექტის აღწერა

ჩავატარე შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან საკმაოდ მნიშვნელოვან და აუცილებელ თემაზე, როგორიცაა გარემოს დაცვა და ეკოლოგია. დასაწყისში უშუალოდ მიმოვიხილე გარემოსა და ეკოლოგიის მნიშვნელობა. შემდგომ, განვიხილე ძირითადი გარემოსდაცვითი გამოწვევები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტყეების განადგურება, დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა.სტატისტიკითა და მონაცემებით გავამყარე ჩემი ინფორმაცია. მონაწილეებთან ერთად ვისაუბრე ინდივიდის როლზე გარემოს დაცვაში. იმისათვის, რომ შეხვედრა ინტერაქტიული ყოფილიყო მოვაწყე ჯგუფური დისკუსია, რათა მოეფიქრებინათ და ემსჯელათ გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და პრობლემის გადაჭრის გზებზე. ბოლოს გავმართე კითხვა-პასუხის ნაწილი, სადაც გავეცი მონაწილეთა მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხი.


პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა