პროექტის დეტალი

"გაუზიარე მეტისთვის"

გამოყვეყნების თარიღი: Aug 18, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, თავდაპირველ ეტაპზე სასკოლო საზოგადოებაში, დირექციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის დახმარებით, მოეწყო წიგნების გაცვლის აქტივობა.

შეხვედრაზე მოხალისეებმა (მოსწავლეებმა,მშობლებმა,მასწავლებლებმა) ერთმანეთს გააცნეს თავიანთი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები, მოტანილი თემატიკის ფარგლებში, მხოლოდ და მხოლოდ 5 სიტყვით. დაინტერესებულმა მოხალისეებმა წიგნები ერთმანეთში გაცვალეს. პროექტი რამდენიმე სესიად დაიყო შესბამისად შემდეგ სესიამდე დარჩენილ დროის მონაკვეთში მონაწილებმა წაიკითხეს გაზიარებული წიგნი.

პროექტის შემდეგ სესიაზე, მოხალისეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის ემოციები რომელიც წიგნის კითხვისას დაეუფლათ, ფერების გამოყენებით. მათ დახატეს სასურველი ფერით ინსპირაციული ფორმები რომელიც მათთვის ასოცირდებოდა მათ მიერ წაკითხულ ნაწარმოებთან. მოხალისეებმა წიგნები თეთრ შესაფუთ ქაღალდში გაახვიეს და ამჯერად უკვე ბრმად გაცვალეს ერთმანეთში.

შედეგად სასკოლო საზოგადოებაში წახალისთა მოსწავლეთა მიერ წიგნების კითხვა. აქტივობამ ხელი შეუწყო ჩართული პირების ასოციაციური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. პროექტმა სასკოლო დონეზე გააერთიანა 46 მოსწავლე-მოხალისე, 14 მასწავლებელი-მოხალისე და 9 მშობელი-მოხალისე. მონაწილეთა სურვილით პროექტის დასასრულს, თავმოყრილი წიგნები საჩუქრად გადაეცა სკოლის ბიბლიოთეკას.


პროექტის ავტორი
სამეგრელო ზემო სვანეთი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მე ნიკოლოზი ვარ, ერთ ერთი ახალგაზრდა მოხალისე ფოთიდანმოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად ვარ ჩართული 13 წლის ასაკიდან და თამამად შემიძლია ვთქვა ამ დროის განმავლობაში დამიგროვდა საუკეთესო და მრავალფეროვანი გამოცდილება.ამ საქმიანობამ უდიდესი... განაგრძეთ კითხვა