პროექტის დეტალი

GLOW Club Bagdati

გამოყვეყნების თარიღი: Nov 28, 2023 ჩართული მოხალისეები: 30 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

  




ჩვენი ხედვაა გოგონები გახდნენ საკუთარი თემის ინფორმირებული და უფლებამოსილი ლიდერები, რომლებიც შეძლებენ თანაბარი შესაძლებლობების რეალიზებით იმუშავონ საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.
კლუბის მთავარი მისიაა ბაღდათის მუნიციპალიტეტში გააერთიანოს გოგონები, რომელსაც ვხელმძღვანელობ როგორც GlOW ბანაკის ალუმნა, კლუბის ფარგლებში ვაზიარებ იმ ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს, რომელიც ბანაკის მსვლელობისას მივიღე.შემდეგ კლუბი ახორიცელებს სათემო პროექტებს.ბაღდათში კლუბი 1 წელია აქტიურად მუშაობას. კლუბის პირველ და მეორე ნაკადი აერთიანებს 35 გოგონას, რომლებთან ერთადაც განვახორციელე 20 პროექტი. პირველი ნაკადის წევრები გახდნენ თემის აქტიური მოქალაქეები, მათ გაიარეს ტრენინგები როგორიცაა: გენდერული ნიშნით ძალადობა, ლიდერობა, მოხალისეობა. ჩემთვის როგორვ კლუბის ლიდერისთვის მნიშვნელოვანია , კლუბში წევრები გახდნენ თავდაჯერებული, კომპეტენტური ლიდერები. დღესდღეობით, კლუბის პირველი ნაკადის წევრი გოგონები თემში ხელმძღვანელობენ სამოქალაქო კლუბებს.  მეორე ნაკადთან კი აქტიურად მიმდინარეობს პროექტების დაგემვისა და განხორციელების ეტაპი.