პროექტის დეტალი

გოგონების გაძლიერების სემინარი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2023

პროექტის აღწერა

შეხვედრა საკმაოდ სასარგებლო და ახლის მომცემი აღმოჩნდა 5 გოგონასთვის. შეხვედრა ჩავატარე ონლაინ, ზუმის ფორმატით GLOW CLUB VALE/გლოუს კლუბი ვალეს წევრებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე ისეთ მეტად საჭირბოროტო თემაზე როგორიცაა „Skills for tomorrow“, რომლის ფარგლებშიც განვიხილე სხვადასხვა არსებითი უნარები, რომლებიც უმთავრესია ცხოვრების ყველა ეტაპზე. შეხვედრის მიზანი კი იყო გოგონებში აუცილებელი უნარების განვითარება, (კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარი, ადაპტირება, ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერული უნარები და ემოციების მართვა) რომელიც გადამწყვეტია პიროვნული ზრდის ასპექტში.
ჩემი მთავარი მიზანი იყო მიმეწოდებინა მათთვის ის მნიშვნელოვანი ინფომრაცია რომელიც დაემხარება მათ გააკონტროლონ თავიანთი ცხოვრება და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. შეხვედრა იყო ინტერაქტიული რადგან პრეზენტაციის მსვლელობისას დასმული მქონდა კითხვა თუ რას დაამატებდნენ გოგონები ზემოთ ჩამოთვლილ უნარებს. ამ და სხვა კითხვებმა შეხვედრა უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახადა.
ასევე, წარმოდგენილი მქონდა აქტივობა, რომელმაც შემატა კრეატივი ჩვენს შეხვედრას. ამ აქტივობის ფარგლებში გოგონებს უნდა ეფიქრათ თუ როგორ გამოიყენებდენ ექვს მოცემულ ნივთს ან კუნზულზე დასარჩენად ან წასასვლელად. აქტივობის სახელი: "კუნძულის აქტივობა"
ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მათ შემოქმედებითობას და პრობლემის გადაჭრის უნარის გაძლიერება






პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა