პროექტის დეტალი

გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2023

პროექტის აღწერა

ჩემი თემის ახალგაზრდებს გავაცანი ინფორმაცია გუნდურ მუშაობასა და პრობლემის გადაჭრაზე. ვინაიდან დღესდღეობით აქტუალურია ეს საკითხი გადავწყვიტე რომ სწორედ ამ თემაზე ჩამეტარებინა შეხვედრა. განვიხილე თუ რას ნიშნავს გუნდური მუშაობა, როგორ გადავჭრათ გუნდურ მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები და როგორი უნდა იყოს ეფექტური გუნდური მუშაობა. ასევე წარმოდგენილი მქონდა აქტივობა ბრმა ნახატი, სადაც მონაწილეები დაიყვნენ 2-2 წყვილად. მათ უნდა დაეხატათ ნახატი რის შემდეგაც უნდა აეხსნათ მათი მეწყვილესთვის თავიანთი ნახატი ისე, რომ ორივე მოთამაშეს 1 ნახატი ჰქონოდათ. განვიხილეთ აქტივობის შედეგები და უკუკავშირებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. 






პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა