პროექტის დეტალი

Helping Hand (მოხალისეობა ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში): 7 ივნისი - 6 ივლისი (2025)

გამოყვეყნების თარიღი: Jul 04, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

გეგმა

  • 24 ივნისი – პრეზენტაციის მომზადება STEM მიმართულებებზე:
    - ავაწყვე პრეზენტაცია (2 საათი), წარვადგინე კონკრეტული სლაიდები და მოვიწვიე მეგობრები (1 საათი);
დრო: 22:00 - 22:30
ჩვენს პრეზენტაციაში ვისაუბრეთ STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) მნიშვნელობაზე მსოფლიოში. განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია STEM სფეროები განვითარებადი სამუშაო ბაზრების ჩამოყალიბებასა და განათლების ტრანსფორმაციაში. გარდა ამისა, გამოვყავით შესაძლებლობებისა და კურსების ფართო სპექტრი, რომლებიც ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში, ასევე ადგილობრივად საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით გავამახვილეთ ყურადღება სხვადასხვა უფასო რესურსებსა და პროგრამებზე, რომლებიც შექმნილია STEM განათლებისა და მასზე წვდომის გასაუმჯობესებლად, რაც ინდივიდებისთვის ამ სფეროში კარიერის გაგრძელებას გაუადვილებს.


  • 15 ივნისი – ახალგაზრდებში ინფორმაციის გავრცელება
    - გავამზადე პოსტერები UI/UX დიზაინის კურსის შესახებ, დავწერე კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გავწერე სილაბუსი (3 საათი);

 

  • კვირაში 2 დღე (20 ივნისი - 4 ივლისი (2025)) – იწყება ჩემი UX/UI კურსი (ოთხშაბათი/პარასკევი -  2 საათი);
    - 4 ლექცია (8 საათი ჯამში) და საბოლოო დახურვის შეხვედრა (30 წუთი);
    - დავალებების მიცემა/შესწორება (კომენტარების დატოვება, ა.შ.) - 1 საათი თითო დავალებაზე (ჯამში 4 საათი)
საბოლოო საათების რაოდენობა: 18 საათი და 30 წუთი


Helping Hand (მოხალისეობა ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში): 7 ივნისი - 6 ივლისი (2025)
პროექტის ავტორი
თბილისი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0