პროექტის დეტალი

ინფორმაციული ონლაინ შეხვედრა

გამოყვეყნების თარიღი: Apr 21, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

22 აპრილს, დედამიწის დღეს მე და ჩემმა თანამოხალისეებმა ჩავატარეთ ონლაინ შეხვედრა სადაც ვისაუბრეთ გარემოს დაცვაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ოკეანის დაბინძურებაზე და გლობალურ პრობლემებზე. გადავინაწილეთ აღნიშნული თემები და დამსწრე აუდიტორიას დეტალურად ვესაუბრეთ თითოეულზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას აუდიტორიის ჩართულობა მკვეთრად იგრძნობოდა.ინტერაქციული კითხვებითა და საინტერესო მსჯელობით შეხვედრას განსაკუთრებული დინამიკა მიეცა. მონაწილეები აქტიურად აზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებსა და გამოცდილებებს, რაც თემების უფრო ღრმად გაანალიზების საშუალებას გვაძლევდა.დედამიწის დღეს მივუძღვენით არა მხოლოდ საუბარი, არამედ რეალური მოქმედებისკენ მოწოდებაც.  


ინფორმაციული ონლაინ შეხვედრა
პროექტის ავტორი
თბილისი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მოხალისეობა დავიწყე 2025 წლის მარტში,პროგრამაში მოხალისეები თბილისის ახალგაზრდებისთვის. მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელება მანიჭებს ბედნიერებას და მჭირდება ჩემს სამომავლო კარიერაში. განაგრძეთ კითხვა