მოსწავლების ინტელექტუალური თამაშების მიმართ დიდი ინტერესისა და მოთხოვნიდან გამომდინარე, მე და ჩემმა თანაკლასემა სკოლის ტერიტორიაზე დავაარსეთ „ინტელექტ კლუბი“, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა ინტელექტუალური შეჯიბრებების ჩატარებას და ამით მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და სახალისო აქტივობების ჩატარებას. კლუბის ფარგლებში სკოლაში 2 თვიანი (თებერვალი, მარტი) ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა ტურნირში მონაწილეობას კი ჯამში 80-ზე მეტი მოსწავლე იღებდა. შედეგად კი მოსწავლეებმა პროდუქტიულად გამოიყენეს მათი დრო, და განივითარეს ინტელექტუალური უნარები.
მე როგორც კლუბის თანა-დამფუძნებელმა, ტურნირის ფარგლებში განვახორციელე შემდეგი აქტივობები.
- ტურნირის ორგანიზება, წესების შედგენა, მოსწავლეებთან შეთანხმება, სასკოლო ადმინისტრაციასთან შეთანხმება - 4 საათი
- კლუბის სოციალური ქსელის შექმნა - 1 საათი
- მოსწავლეებში ტურნირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საინფორმაციო პლაკატების გავრცელება - 2 საათი
- ჯამში 6 თამაშის განმავლობაში სეკუნდანტობა ან/და ფოტო ვიდეო გადაღება - 20 საათი
- შეჯიბრისათვის სხვადასხვა გრაფიკული ნამუშევრების შექმნა, და სოციალური პლატფორმის მართვა - 4 საათი
აქტივობის დამადასტურებელი ლინკი -
https://www.instagram.com/intelekt_klubi/