პროექტის დეტალი

ინტელექტუალური თამაში "წიგნების თარო"

გამოყვეყნების თარიღი: Jan 30, 2024

პროექტის აღწერა

სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის #1 საჯარო სკოლაში, მოვაწყე ინტელექტუალური თამაში, "წიგნების თარო".

თამაშში მონაწილეობდნენ IX, X, XI კლასის მოსწავლეები.
Პროექტი მიზნად ისახავდა IX, X, XI კლასელებისთვის სახალისო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ინტელექტუალური თამაშის გამართვას. თამაში წარიმართა გადაცემა "წიგნების თაროს" პრინციპით.
Ამასთანავე, პროექტის მიზანია მოსწავლეებში ქართული ლიტერატურისადმი (და არა მხოლოდ) ცოდნის გაღრმავება და დაფასება. Თამაში დაყოფილი იყო 2 ეტაპად. Პირველ ეტაპზე მოთამაშეთ 4 მოსწავლიანი გუნდები თამაშობენ პირველობისთვის, და პასუხობდნენ ზოგადი რაუნდის შეკითხვებს, როგორიცაა: კითხვები ხელოვნებიდან, სპორტიდან, გეოგრაფიიდან და ქართული თანამედროვე ლიტერატურიდან. ხოლო, მეორე ეტაპზე “ბლიც” ტურში გუნდიდან 1 მოთამაშეს უნდა ეთამაშა და მოეპოვებინა ქულათა მაქსიმალური რაოდენობა.

თამაში დასრულდა შემდეგი შედეგებით:
I ადგილი- გუნდი "გოგა და ბავშვები" XI კლასი
II ადგილი- გუნდი "მოლეკულები" X კლასი
III ადგილი-გუნდი "ოლიმპი" IX კლასი

გუნდებს აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის გადაეცათ სიგელები.











პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა