პროექტის დეტალი

ინტერნეტ ტელევიზია ,,TVმეორე"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 14, 2024 ჩართული მოხალისეები: 20 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2017 წლის 13 სექტემბერს ჩემს სოფელში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, დავაარსე ინტერნეტ ტელევიზია.10 წლის ასაკში გამიჩნდა სურვილი, რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი და ეს სურვილი საკუთარი ხელით რეალობად ვაქციე. ამ იდეის გარშემო ჩემი მეგობრებო და კლასელები გავაერთიანე და ერთად უამრავი გადაცემა მოვამზადეთ სხვადასხვა საკითხზე, რითაც ავამაღლეთ ცნობიერება მოსახლეობაში არაერთი მნიშვნელოვანი თემის შესახებ. ტელევიზია დღესაც ფუნქციონირებს ონლაინ სივრცეში და წლის განმავლობაში სხვადასხვა სიუჟეტი თუ ახალი ამბავი მოვამზადე. საიტზე საიტი newstvmeore.wordpress.com ვაქვეყნებ ინფორმაციებს სტატიების სახით.


ტელევიზიის ფეისბუქ გვერდს 5,400 გამომწერი ჰყავს. წლის განმავლობაში გვერდმა 272,000-ზე მეტი ნახვა დააგროვა, ყველაზე მეტად ნახვადი იყო: შრომის საჯარო სკოლის მე-12 კლასის ბოლო ზარი, დოღი ბახმაროში, გომის მთის გზის რეაბილიტაცია, კალანდა და სხვა ინფორმაციები.
.


სატელევიზიო საქმიანობის ფარგლებში მოვაწყვე დასუფთავების აქცია, საქველმოქმედო გადაცემა და სხვა. მათ შორის განსაკუთრებით აქტიური იყო ტელევიზია COVID19-ის პერიოდში, ყველაზე სწრაფად და ობიექტურად ამ პერიოდში რეგიონში მომხდარ სამედიცინო სიახლეებს ჩვენ ვაშუქებდით, რაც არაერთხელ გამხდარა როგორც მაყურებლისგან, ისე კოლეგებისგან აღნიშვნის მაგალითი. ბოლო დროს კი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებიდან გამოვყოფდი სტიქიას ჩვენს რეგიონში, რაც მეც გავაშუქე.



ტელევიზიის დამფუძნებელი, წამყვანი, მემონტაჟე, ჟურნალისტი და სხვა მე ვარ...  ამ პროცესის მონაწილენი კი სხვადასხვა დროს ჩემი მეგობრები იყვნენ, ზოგი წამყვანის, ზოგიც ჟურნალისტის ამპლუას ირგებდა და ასე ვატარებდით თავისუფალ დროს შაბათ-კვირას.

საბოლოო ჯამში, ამ აქტივობით ხაზს ვუსვამ, რომ ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა მრავალ წელს ითვლის და ეს ის პროექტია, რომელიც 7 წლის წინ დაიწყო და კვლავ გრძელდება. მომავალში კი ვაპირებ გავხდე ჟურნალისტი.

ამ საქმიანობაში მონაწილეობა მიიღო 15-მდე ახალგაზრდამ.