პროექტის დეტალი

ის რაც გვაერთიანებს

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2024 ჩართული მოხალისეები: 20 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩემი ინიციატივით, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა, ჩვენს თემში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემის საპასუხოდ, რომელიც არის ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობა სამოქალაქო ცხოვრებაში ან/და ასეთი აქტივობების შემთხვევაში მათი ინფორმირებულობის დაბალი დონის გამო, დავწერეთ პროექტი "ის რაც გვაერთიანებს" რომელიც მიზნად ისახავდა თელაველი ახალგაზრდების გაერთიანებას, მათ ჩართვას ახალგაზრდულ და სამოქალაქო აქტივობებში, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები შეძლებდნენ სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლებას; ტოლერანტულობის, კომუნიკაციისა და გუნდურობის უნარების განვითარებას; ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. აღნიშნული პროექტი წარვადგინეთ USAID-ის სამოქალაქო განათლების მცირე გრანტების კონკურსზე და მივიღეთ 450 დოლარიანი დაფინანსება. პროექტი ხორციელდებოდა 4 თვის განმავლობაში (თებერვალი, მარტი, აპრილი და მაისი) ქალაქ თელავში. საპროექტო გუნდი შედგებოდა 7-11 კლასის 15 მოსწავლისაგან. პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლეთ, თელავის მე-9 საჯარო სკოლასთან, ადგილობრივ მცირე ბიზნესთან, ტრენერებთან და გარემოს დაცვის სამსახურთან. პროექტის აქტივობებში მონაწილეობა ჯამში 421-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. შედეგად კი ახალგაზრდებში ამაღლდა სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერება; მოსწავლეებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა, და ჩატარდა მოსწავლეებისათვის სასურველი აქტივობები.

მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, პროექტის ფარგლებში ვიმუშავე შემდეგ საკითხებზე:
  1. პროექტის წარდგენა თელავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან (ჯამში 10 კლასი, 171 მოსწავლე) და გამოკითხვის ჩატარება - 5 საათი
  2. პროექტისათვის სოციალური ქსელების, ლოგოსა და პრომო ანიმაციის შექმნა - 7 საათი
  3. აქტიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო roll up ბანერის დიზაინის შექმნა და ბეჭდვა - 3 საათი
  4. საინფორმაციო შეხვედრებისათვის პრეზენტაციისა და სხვადასხვა სავარჯიშოების მომზადება თემაზე: „მოსწავლეთა მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში“ – 5 საათი
  5. თელავის მე-4 საჯარო სკოლის 6 სხვადასხვა კლასში (ჯამში 111 მოსწავლე, 7-9 კლასის მოსწავლეები) საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება თემაზე: „მოსწავლეთა მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში“ – 5 საათი
  6. სკოლის ტერიტორიაზე, გარემოს დაცვითი სამსახურის წევრების მოწვევა და საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება თემაზე: „გარემოს დაცვა“; მონიტორინგი და ფოტო-ვიდეო გადაღება - 3 საათი
  7. ორ დღიანი ტრენინგ-კურსის დაორგანიზება თემაზე: „პიროვნული განვითარება“; ტრენერთან მოლაპარაკება, სამაგიდო თამაშების კლუბ „თავსატეხთან“ მოლაპარაკება (სადაც შემდგომ ჩატარდა ტრენინგი), საჭირო საბუთების მოწესრიგება - 2 საათი
  8. ტრენინგის თემაზე: „პიროვნული განვითარება“-სთვის საინფორმაციო პოსტერის დიზაინის აწყობა, ბეჭდვა, სკოლასა და სოციალურ ქსელებში გავრცელება - 3 საათი
  9. ტრენინგის თემაზე: „პიროვნული განვითარება“-სთვის პრომო ვიდეო-რგოლისა და ანიმაციის აწყობა, შემდგომ კი მისის სოც. ქსელებსა და სკოლის ტერიტორიაზე გაშვება - 4 საათი
  10. ორი დღის განმავლობაში ტრენინგ კურსის თემაზე: „პიროვნული განვითარება“, მეთვალყურეობა და ფოტო ვიდეო გადაღება - 8 საათი
  11. ტრენინგ კურსის თემაზე: „პიროვნული განვითარება“ საინფორმაციო ვიდეო-რგოლის დამზადება და სოც. ქსელებში განთავსება - 5 საათი
  12. „საქველმოქმედო აქციის“ დაორგანიზება; მოსწავლეებში აქტივობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, დახარისხება და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემა - 5 საათი
  13. ტრენინგის დაორგანიზება თემაზე: „აქტიური მოქალაქეობა“; ტრენერთან მოლაპარაკება, სამაგიდო თამაშების კლუბ „თავსატეხთან მოლაპარაკება“ (სადაც შემდგომ ჩატარდა ტრენინგი) და საჭირო საბუთების მოწესრიგება - 2 საათი
  14. ტრენინგის თემაზე: „აქტიური მოქალაქეობა“-სთვის პრომო ვიდეო-რგოლისა და ანიმაციის აწყობა, შემდგომ კი მისის სოც. ქსელებსა და სკოლის ტერიტორიაზე გაშვება - 4 საათი
  15. ტრენინგის თემაზე: „აქტიური მოქალაქეობა“-სთვის საინფორმაციო პოსტერის დიზაინის აწყობა, ბეჭდვა, სკოლასა და სოციალურ ქსელებში გავრცელება - 3 საათი
  16. ტრენინგის თემაზე: „აქტიური მოქალაქეობა“, მეთვალყურეობა და ფოტო ვიდეო გადაღება - 4 საათი
  17. ტრენინგის თემაზე: „აქტიური მოქალაქეობა“ საინფორმაციო ვიდეო-რგოლის დამზადება და სოც. ქსელებში განთავსება - 5 საათი
  18. სკოლაში სპორტული მკლავჭიდის შეჯიბრის დაორგანიზება, საინფორმაციო პოსტერის დიზაინის აწყობა, პრომო ვიდეო-რგოლისა და ანიმაციის გაკეთება, სოც ქსელებში ატვირთვა და სკოლის ტერიტორიაზე გავრცელება - 6 საათი
  19. სპორტული მკლავჭიდის შეჯიბრის ჩატარება, მონიტორინგი და ფოტო-ვიდეო გადაღება - 2 საათი
  20. სოციალურ ქსელებზე სხვადასხვა თემატური პოსტერებისა და „სთორების“ დიზაინის აწყობა და განთავსება - 10 საათი
  21. პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტების მოგვარება; მიღება-ჩაბარება, ინვოისები, დამადასტურებელი წერილები, კვარტალური ანგარიშები, დონორთან ურთიერთობა და სხვა. – 10 საათი

პროექტის დამადასტურებელი მასალა - https://www.facebook.com/profile.php?id=61556004095227