პროექტი
პროექტის აღწერა
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ახალგაზრდებში ჩემი მთავარი მიზანია. ამ პროექტის ფარგლებში ვგეგმავ სკოლასა და თემში მოვაწყო სპორტული აქტივობები, როგორიცაა: მხიარული სტარტები, რაიონული მარათონი, ველო ტური, მეკლდეურობა, ცურვა, ხუთჭიდი. ეს ის სპორტის სახეობებია, რასთან შეხებაც მქონია და შევძლებ გარკვეული დროის მანძილზე თითოეულ სპორტის სახეობაზე ჩავატარო შესაბამისი ღონისძიება, უშუალოდ ვიყო ორგანიზატორი და მონაწილე.