„ჯარის ბანაკი“ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს თავგადასავლებით სავსე, სახალისო და მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამას სთავაზობს. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას. მსგავსი ინიციატივები კი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის სისტემა, ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობა და სხვა.