პროექტის დეტალი

ქალები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2023

პროექტის აღწერა

GLOW CLUB VALE/გლოუს კლუბ ვალეში ჩავატარე მომდევნო შეხვედრა თემაზე "ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო" წარმოდგენილი მქონდა ინფორმაცია 15 ქალზე რომელთა შესახებ ინფომრაციაც თვითონ გოგონებს უნდა წაეკითხათ. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს ვთხოვე დაეწერათ ანალოგიური ისტორია, დაეხატათ ავტოპორტრეტი და დაეწერათ მათი საყვარელი ციტატა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო რადგან, გოგონებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ქალებზე რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო, ეამაყათ მათი ისტორიებით, ამავდროულად ეს ყოველივე შთამაგონებელი და მოტივატორიც ყოფილიყო. ასევე პრეზენტაციის ბოლოს წარმოდგენილი მქონდა სამოტივაციო ციტატები და ფრაზები რომელთა წაკითხვაშიც ასევე გოგონებმა მიიღეს მონაწილეობა.







პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა