პროექტის დეტალი

ქალთა საერთაშორისო დღე

გამოყვეყნების თარიღი: Mar 07, 2024

პროექტის აღწერა

7 მარტს, სსიპ-ახალციხის მუნიციპლიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში მოვაწყე ღონისძიება, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. VI-VII კლასის მოსწავლეებმა წაგვიკითხეს ლექსები და ჩანახატები 8 მარტზე. ასევე, წარმოდგენილი გვქონდა პრეზენტაციები "ქალებზე, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო" და მოსწავლეებისთვის მისაბაძ ქალებზე. 
X კლასის მოსწავლე ლადო სტეფანიანმა წარმოგვიდგინა ვიდეორგოლი, სადაც საუბრობს ის ამ დღის მნიშვნელობაზე და ისტორიაზე, ბოლოს კი ყველა ქალბატონს ულოცავს ქალთა დღეს. 
სახალისო ვიქტორინის მეშვეობით შევაჯამეთ, მოსწავლეთა ცოდნა გენდერულ თანასწორობაზე. 
უნდა აღინიშნოს VI-X კლასის მოსწავლეების მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი ნახატები, სადაც ნათლად ჩანს მათი თვალით დანახული ქალთა დღე.




 












პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა