პროექტის დეტალი

ხელნაკეთი სამაჯურების ვორქშოფის წარმართვა ბავშვთა დღის ცენტრში

გამოყვეყნების თარიღი: Sep 20, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 07 Jul, 2026 - 10 Jul, 2026 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 5
პროექტი

პროექტის აღწერა

მე და ერთ–ერთმა მოხალისემ, ნუცი ნაროუშვილმა, დავგეგმეთ შემეცნებითი ვიზიტი ბავშვთა დღის ცენტრ "ემეგობრეში". გვინდოდა ჩვენი ვიზიტი ბავშვებისთვის რაც შეიძლება პროდუქტიული და სახალისო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ მათთან ერთად ის გაგვეკეთებინა, რაც მე და ნუცის კარგად გამოგვდიოდა – ხელნაკეთი ნივთების შექმნა (ამ შემთხვევაში სამაჯურების). ვიპოვეთ მსურველი მოხალისეები, რომლებიც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ და მასალების მოძიებაში ხელი შეგვიწყვეს. ბავშვებს გადავეცით მათთვის აწყობილი სამაჯურები, დავეხმარეთ მათი სასურველი დიზაინის სამაჯურების შექმნაშიც და სხვა საკანცელარიო მასალებიც დავუტოვეთ, რომ ჩვენ გარეშეც აეწყოთ და შეექმნათ სხვადასხვა ნივთები. ამ აქტივობის გარდა ეზოში ენერგიული თამაშებიც ვათამაშეთ და ყველანი ძალიან გავხალისდით. ეს ჩემთვის მოხალისეობრივი საქმიანობის დაგეგმვის პირველი გამოცდილება იყო, და ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა.