ხელნაკეთი სამაჯურების ვორქშოპის წარმართვა
გამოყვეყნების თარიღი: Sep 20, 2026
პროექტის განხორციელების პერიოდი: 07 Jul, 2026 - 10 Jul, 2026
ჩართული მოხალისეები: 10
მოხალისეობრივი საათი: 5
პროექტი
პროექტის აღწერა
მე და ერთ–ერთმა მოხალისემ, ქეთა ოსეფაშვილმა, დავგეგმეთ შემეცნებითი ვიზიტი ბავშვთა დღის ცენტრში "ემეგობრე". გვინდოდა ჩვენი ვიზიტი ბავშვებისთვის რაც შეიძლება პროდუქტიული და სახალისო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ მათთან ერთად ის გაგვეკეთებინა, რაც მე და ქეთას კარგად გამოგვდიოდა – ხელნაკეთი ნივთების შექმნა. ვიპოვეთ მსურველი მოხალისეები, რომლებიც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ და მასალების მოძიებაში ხელი შეგვიწყვეს. დავგეგმეთ სხვადასხვა აქტივობები და "აისბრეიქერები", როგორიცაა "Twister". ბავშვებს გადავეცით მათთვის აწყობილი სამაჯურები, დავეხმარეთ მათი სასურველი დიზაინის სამაჯურების შექმნაშიც და სხვა საკანცელარიო მასალებიც დავუტოვეთ, რომ ჩვენ გარეშეც ჰქონოდათ შესაძლებლობა აეწყოთ და შეექმნათ სხვადასხვა ნივთები.