პროექტის დეტალი

"ხსოვნის მიღმა"

გამოყვეყნების თარიღი: Aug 19, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

ევროპის ყველაზე დიდი ისტორიული მოვლენისა და გაკვეთილის ებრაელთა ჰოლოკოსტის სწავლება - დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გასაძლიერებლად საზოგადოებაში.

პროექტი სრული ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა, საერთაშორისო ორგანიზაცია „TOLI“ დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შევთავაზეთ ინტეგრირებული გაკვეთილები და სესიები, სადაც გამოყენებული გვქონდა სწავლების თანამედროვე მეთოდები. თავად ვიყავი პროექტის მთავარი მოხალისე-სპიკერი, გავაცანი მოსწავლეებს ტრენინგებზე მიღებული ცოდნა ჰოლოკოსტის შესახებ და ერთად დავამსხვრიეთ სტერეოტიპები.

პროგრამის ფარგლებში მოხალისეობრივად ვთარგმნეთ ვიდეო-რესურსები, სტატიები, ნაწარმოებები ქართულ ენაზე და გავავრცელეთ სასკოლო საზოგადოებაში QR კოდებად, რომელზეც წვდომა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს.

პროექტს სასკოლო საზოგადოებაში უძღვებოდა ქალბატონი ელისო 
ვადაქარია, რომელთან ერთადაც პროექტმა გააერთიანა 58 მოსწავლე, 14 მოხალისე-მენტორი და სკოლის ადმინისტრაცია.

 


პროექტის ავტორი
სამეგრელო ზემო სვანეთი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მე ნიკოლოზი ვარ, ერთ ერთი ახალგაზრდა მოხალისე ფოთიდანმოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად ვარ ჩართული 13 წლის ასაკიდან და თამამად შემიძლია ვთქვა ამ დროის განმავლობაში დამიგროვდა საუკეთესო და მრავალფეროვანი გამოცდილება.ამ საქმიანობამ უდიდესი... განაგრძეთ კითხვა