პროექტის დეტალი

''კლუბი 360 გრადუსი''

გამოყვეყნების თარიღი: Oct 10, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

პრობლემა ახალციხის მუნიციპალიტეტში მოზარდების ნაწილი არ არის ჩართული არაფორმალურ განათლებასა და შემოქმედებით საქმიანობებში. ახალგაზრდებს ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი ინტერესები სხვადასხვა სფეროში. ასევე შეინიშნება უნარების დეფიციტი გუნდურ მუშაობასა და კრეატიული აზროვნების განვითარებაში, რაც აფერხებს მათ თვითგამოხატვასა და აქტიურ მოქალაქეობრივ ჩართულობას.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის  განვითარებაზე ორიენტირებული სივრცის შექმნა, სადაც ისინი შეძლებდნენ სხვადასხვა მიმართულებით   მეცნიერება, ტექნოლოგიები, ეკოლოგია, თეატრი, თამაშები და შემოქმედება — საკუთარი ინტერესების რეალიზებას. კლუბი “360 გრადუსი” მიზნად ისახავს მოსწავლეებში ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების, გუნდურობის, კრიტიკული ანალიტიკური უნარებისა და ლიდერული თვისებების განვითარებას. 

საქმიანობა 3 თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, მიმდინარეობდა კლუბის შეხვედრები, სადაც მონაწილეობდა 30 მოსწავლე (11-12 წლის ასაკის).
კლუბის ფარგლებში:
• ჩატარდა სესიები ეკოლოგიის, STEM-ის, თამაშების, თეატრისა და კრიტიკული აზროვნების თემებზე; • მოეწყო ინტელექტუალური და ლოგიკური თამაშები, რომლებიც ავითარებდა ანალიტიკურ აზროვნებასა და გუნდურ მუშაობას;
• ჩატარდა პრაქტიკული სამუშაოები, დისკუსიები და გუნდური გამოწვევები, რომლებიც დაეხმარა მონაწილეებს ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარების გაძლიერებაში.

30-მდე მოსწავლემ მიიღო გამოცდილება არაფორმალურ განათლებაში, განივითარა კრეატიული, ანალიტიკური და ტექნოლოგიური უნარები, რაც მათ დაეხმარება მომავალში როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივ განვითარებაში.

პროექტი განხორციელდა სსიპ ქ. ახალციხის N5 საჯარო სკოლის თვითმმართველობის 2024–2025 წლის ფარგლებში. კლუბის ლიდერი: გიორგი საანიშვილი


''კლუბი 360 გრადუსი''
პროექტის ავტორი
სამცხე-ჯავახეთი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0