პროექტის დეტალი

კონფერენცია: ,,ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს“

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2024 ჩართული მოხალისეები: 30 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

კონფერენცია ,,ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს" არის საგანმანათლებლო ტიპის და სათემო განვითარების მიმართულებით ჩატარებული ინიციატივა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი. 
2024 წლის, 7-8 ივლისი

კონფერენციის მიზნები: 
პირადი გამოცდილების გაზიარება;
პედაგოგების და მოსწავლეების მოტივირება;
არაფორმალური განათლების გავრცელება;
თანამშრომლობა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები საგანმანათლებლო საკითხებში, პედაგოგები, მოსწავლეები, პანკისის ხეობიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წარმომადგენლები, განათლების სამინისტროდან, მწერლები, პოეტები. პროფესორები,  ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების მერიების წარმოამდგენლები, მარტვილისა და ახმეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრების უფროსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
კონფერენციაზე ასევე იყო დასკვნითი ღონისძიება 3 წლიანი პროექტის შესაჯამებლად, რომელიც მიმდინარეობდა ორი სკოლას შორის (ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისის საჯარო სკოლა.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და ის აქტივობები, რომლებიც მხარს უჭერენ მდგრად განვითარებას და ხარისხიან განათლებას, ასევე სიტყვით გამოვიდნენ ზემოთ ჩამოთვლილი პირები.
კონფერენცია გაიმართა პანკისის ხეობაში და მისი მხარდამჭერებეი იყვნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია, ახმეტის რესურს ცენტრი, დუისის საჯარო სკოლა.