პროექტის დეტალი

ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2024 ჩართული მოხალისეები: 20 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ვინაიდან ახალგაზრდები და ახალგაზრდული ოგრანიზაციები სფეროს ის უმთავრესი ნაწილი არიან, რომელთა მონაწილეობის გარეშე სფეროს ეკოსისტემის შექმნა წარმოუდგენელია, სააგენტომ აირჩა გეზი, რომ მისი გადაწყვეტილებები იყოს მონაწილეობრივი.

ახალგაზრდობის მონაწილეობრივი პოლიტიკა გულისხმობს  ახალგაზრდების ჩართვას, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე, იმ  გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ეხებათ. ნამდვილი მონაწილეობა (meaningful) ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან ისეთი ფორმით, რომ გავლენა მოახდინონ ამ გადაწყვეტილებებზე. 

აღნიშნული მიმართულების გასავითარებლად, სააგენტოს ინიციატივით, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იქმნება, რომელიც ახალაზრდობას საშუალებას მისცემს უშუალოდ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

 „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ კონცეფცია, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით ევროპის საბჭოს “Advisory Council on Youth“ მოდელით შეიქმნა. 

„ახლგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ არის სრულიად მოხალისეობრივი, მიზნად ისახავს უშუალოდ და მხოლოდ სააგენტოს საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებას.