პროექტის დეტალი

ლაბირინთი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 30 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

 ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირი- განათლებისა და კულტურის  და ადამიანს უფლებათა დაცის კომიტეტის პროექტი: ლაბირინთი

განათლებისა და კულტურის კომიტეტი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განახორციელა  გასართობ-შემეცნებითი  პროექტი  ,,ლაბირინთი’’, რომლის მთავარი თემატიკაა ქალთა უფლებები. აქტივობა ჩატარდება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. ,,ლაბირინთი“ მოიცავს როგორც ფიზკურ ასევე გონებრივ  დატვირთვას. თამაშის მზანია ქალთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. თამაშში მონაწილეობა  მიიღეს გუნდებმა რომელიც დაკომპლექტებული იქნება ახალგაზრდებისგან.

  • პირველ ეტაპი- საორგანიზაციო საქმიანობები: 

       სივრცის დაჯავშნა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტერის განთავსება ინფორმაციის გავრცელების მიზნით და სარეგისტრაციო ფორმის განთავსება მონაწილეობის მსურველთათვის. სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე 25 მონაწილის შერჩევა და მათთან კომუნიკაცია. 

  • მეორე ეტაპი - აქტივობის დღე 

 პროექტის გახსნა და ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის მოკლე მიმოხილვა.

პირველ ეტაპზე- მოთამაშეეები ბოტანიკური ბაღში დამალულ კითხვებს  ეძებენ  და ძებნის პროცესში გარკვეულ დავალებებს ასრულებენ. ძებნაში ეხმარებიან, საორგანიზაციო გუნდის წევრები, რომლებიც წარმოდგენელი  იქნებიან,  ფანტაზიური სამყაროს  პერსონაჟების სახით.  საორგანიზაციო გუნდის  წევრის პოვნის შემდეგ, უნდა შეასრულონ დავალება ან უპასუხონ კითხვას, რომ მოიპოვონ მინიშნება, რათა იპოვონ დამალული კითხვა.

მეორე ეტაპზე- საკმარისი კითხვების მოძიების შემდეგ   ბრუნდებიან ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში და იწყება რა? სად? როდის? ის ტიპის ვიქტორინა. გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს დააგროვებს, გახდება გამარჯვებული.

პრობლემა:

ქალთა უფლებების მიმართულებით საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ინფორმირებული, რისგან გამომდინარეც ჯერ კიდევ ხშირია ფაქტები ქალთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ამას ბევრი კვლევა და სტატისტიკაც ადასტურებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN woman) 2023 წლის გენდერული სტატისტიკის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 6534 ქალი გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა სხვადასხვა გზის გამოყენებით საზოგადოებში ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

მიზანი:

  • ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამსწრე ადამიანებისთვის და სამომავლო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდა.
  • ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
  • გუნდური აქტივობების შედეგად მონაწილეებში გუნდური მუშაობის და სწრაფი გადაწყვეტილების უნარების განვითარება.

მოსალონდელი შედგები:

  • დამსწრეები ინფორმირებულები იქნებიან ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის შესახებ და აქტიურად ჩაერთვებიან შემდეგ აქტივობებშიც.
  • მონაწილეები განივითარებენ გუნდური მუშაობის და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარებს.
  • ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერება ამაღლდება.

პროექტში ჩაერთვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები (14-29 წლამდე). პროექტი ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის  და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ორგანიზებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა.ამ პერიოდში  განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  ვიყავი, შესაბამისად აქტიურად ვიღებდი ორგანიზებაში მონაწილეობას, ჯამში დავუთმე:10 საათი.განხორციელდა, 08.03:2024, საორგანიზაციო საქმეები დაიწყო 15.02:24-ში.