აღნიშნული პროექტის მიზანი იყო მხარდაჭერა და ცნობიერების გაზრდა იმ მოწყვლადი ჯგუფის მიმართ , რომელსაც წარმოადგენენ ხანდაზმულები . ისნი ხშირად განიცდიან სტიგმას და დისკრიმინაციას . ამიტომ ჩვენი შეხვედრა არა მარტო ლიტერატურული მხარდაჭერა , არამედ აზალგაზრდებისთვის იმის მაგალითი იყო , რომ გაიაზრონ ჩვენს ცხოვრებაში რამხელა წვლილი შეაქვთ თავის გამოცდილებით და რამდენად მნიშვნელოვანია ხანდაზმულების როლი აზალგაზრდების ცხოვრებაში . ვეწვიეთ ხანდაზმულთა პანსიონატს , სადაც მათ და ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ლექსები , ჩვენ მიერ შექმნილი პერსონალური ჩანაწერები და შემდეგ ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე ერთად . სასიამოვნო შეხვედრა იყო პროექტის ფარგლებში და დასრულების შემდეგ ღონისძიებაზე ვიცეკვეთ , ვიმღერეთ და კიდევ ერთხელ დავანახეთ ერთამენთს , რომ მხარდაჭერა მოხალისეობის ფარგლებში ზრდის ემპათიას , მიმღებლობას , ჯანსაღ მორალს და ცნობიერებას ადამიანებში .

