პროექტის დეტალი

"მადლიერების დღე"

გამოყვეყნების თარიღი: Aug 18, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

მადლიერების გრძნობა და მისი გამოხატვა მნიშვნელოვანი უნარია, პიროვნული, კულტურული და ზნეობრივი ზრდისათვის.

ჩემ მიერ ქალაქ ფოთში მოეწყო მადლიერების დღე მეეზოვეებისთვის, რომლებიც ზამთრის სუსხიან დღეებშიც კი ჩვენი გარემოს სისუფთავეზე ზრუნავენ. ჩემს წინა პროექტებში ჩართულ მოხალისეებს თავად დავუკავშირდი მათ მიერ შევსებულ კითხვარებში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე და შევთავაზე ამ აქტივობაში მონაწილეობის მიღება.

ჩართულმა მოხალისებმა 24 დეკემბერს ერთად შევკრიბეთ ყავა, ჩაი, ორცხობილები და სხვა საჭირო რესურსები. დავწერეთ მადლიერების მოკლე ბარათები. შემდეგ დღეს კი დილიდანვე შევუდექით მადლიერების გამოხატვას და მათ გახარებას. ზამთრის ცივ სუსხიან დილას მათ მადლობა გადავუხადეთ ცხელი სასმელით, ორცხობილითა და თბილი სიტყვებით.

შედეგად პროექტმა გააერთიანა 25 ახალგაზრდა მოხალისე და სრულად დავფარეთ ქალაქში არსებული ყველა სამუშაო ლოკაცია.


პროექტის ავტორი
სამეგრელო ზემო სვანეთი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მე ნიკოლოზი ვარ, ერთ ერთი ახალგაზრდა მოხალისე ფოთიდანმოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად ვარ ჩართული 13 წლის ასაკიდან და თამამად შემიძლია ვთქვა ამ დროის განმავლობაში დამიგროვდა საუკეთესო და მრავალფეროვანი გამოცდილება.ამ საქმიანობამ უდიდესი... განაგრძეთ კითხვა