კლუბმა "არტემისმა' უმასპინძლა სტუმრებს თბილისიდან.კერძოდ,კლუბმა სკოლაში მოიწვია მოძრავი უნივერსიტეტის ლექტორები,რომლებიც რამოდენიმე ეტაპად ესტუმრებიან სკოლას და კლუბისა და ასევე დაინტერესებული მოსწავლე- მსურველებისთვის წაიკითხავენ ლექციებს წინასწარ დაანონსებულ თემებზე.
ერთ-ერთი ასეთი დაანონსებული თემა იყო "მომავალი პროფესია და კარიერის ეფექტური დაგეგმვა.ლექცია წაიკითხა სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა,ილიას უნივერსიტეტის ახალგაზრდა ლექტორმა, მური თაკალანძემ.მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო,თუ პროფესიის არჩევისას რამდენ სირთულეს გადის ზოგჯერ ადამიანი,და რომ არ უნდა შეუშინდნენ ამ არჩევანში დაშვებულ შეცდომებს, არ ითაკილონ სხვისი აზრი.
მომხსენებელი აქტიურად რთავდა აუდიტორიას დისკუსიაში, აძლევდათ მათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალებას და შეხვედრა იმდენად საინტერესო გახდა,რომ დაანონსებულ დროს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.