პროექტის დეტალი

,,მედინა 2015“

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2024 ჩართული მოხალისეები: 8 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

მედინა 2015 არის საინიციატივო ჯგუფი (შშმ პირთა მხარდასაჭერი დღის ცენტრი), რომელიც დაფუძნებულია 2015 წელს, ის აერთიანებს პანკისის ხეობაში მცხოვრებ 20 -ზე მეტ შშმ პირს. მედინა 2015 - ის ძირითადი საქმიანობა 2015 წლიდან დღემდე არის შშმ პირების სოციალური, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მხარდაჭერა პანკისის ხეობაში. დონორების მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფმა შეძლო შშმ პირების სხვადასხვა აქტივობებში, პროექტებში და პროგრამებში ჩართვა, როგორიცაა: შრომითი თერაპია, პროფესიული უნარების განვითარება, კულინარია, ხატვა-ხელოვნება, წერა-კითხვის კურსები და ასევე მათი გაყვანა საზოგადოებაში სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებით. 
პროექტი მიმდინარეობდა კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის ბენეფიციარები (შშმ პირები) იყვნენ პანკისი ხეობის 5 სოფლიდან.
მე კი საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრი, პროექტების და აქტივობების თანაორგანიზატორი და მოხალისე, ინიციატორი ვიყავი. სანამ ეს საინიციატივო, შშმ პირთა მხარდასაჭერი ჯგუფი (ორგანიზაცია) შეიქმნებოდა, პანკისში იყო სტერეოტიპები, თითქოს და შშმ პირებს არაფერი შეუძლიათ, ისინი ვერაფერს შეძლებენ და ა.შ ბერვს ეგონა რომ ეს იყო დაავადება, რომელიც სხვებს გადაედებოდა, ჩვენი 20-ზე მეტი ბენეფიციარი იზოლირებული იყო, თუმცა ჩვენ შევძელით და ეს პრობლემები დავამსხვრიეთ, ჩვენი შშმ პირები საზოგადოებაში გამოვიყვანეთ. ყოველთვის ვმუშაობთ მათთან ერთად. მათ შეძლეს ყველაფრის ათვისება, ისწავლეს წერა კითხვა, საკვები პროდუქტების მომზადება, ბევრი მათგანი ადგილობრივ სერვისებში დასაქმდა, 2015 წლიდან მედინა 2015 მუდამ ცდილობს მათი მხარდაჭერას, როგორც ეკონომიკურად ისე სოცილაურად. მედინა 2015 - ის ინიციატივების ძირითადი მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სახალხო დამცველი, გერმანიის განვითარების სააგენტო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, როდი სკოტის სახელობის ფონდი, პანკისის ამერიკული სივრცე, რეგიონალური განვითარების ფონდი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, დიპლომატიური კორპუსის სხვადასხვა წარმომადგენლობები საქართველოში და სხვა მრავალი დონორი.  აღსანიშნავია, ისიც რომ, მედინა 2015 -ის დამფუძნებელია, მედეა ბორჩაშვილი, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი, რომლის ღვაწლიც ფასდაუდებელია და აუღწერელი.