პროექტის აღწერა21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან, ეს ბიოლოგიური სტრუქტურა არანაირად არ განკარგავს სრულფასოვან მოქალაქეობას და სამოქალაქო პროცესებში აქტიურ ჩართულობას.
ჩემი სკოლის დირექციასთან მოლაპარაკებებით, მათ დაგვითმეს სააქტო დარბაზი სათემო კონფერენციის ჩასატარებლად. შეხვედრაზე დარეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობის სიუხვემ განაპირობა კონფერენციის 2 სესიად გაყოფა. ორივე სესიაზე ჩემი თხოვნით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეხვედრაზე გამოგზავნა სოციალური მუშაკი, რომლისგანაც სკოლამ და არაფორმალურმა კლუბებმა, მათ შორის სახელოვნებო კლუბმა "კრეატორიამ" მიიღო რჩევები როგორ გაეძლიერებინათ ინკლუზიური განათლების მიდგომები და სტანდარტები სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობით.
შედეგად აქტივობამ გააერთიანა 231 მოხალისე-სტუმარი, ხოლო 6 მოხალისე-მომხსენებელი. პროექტის შედეგად სრულიად მოხალისეობრივად დავეხმარე სასკოლო საზოგადოებას, არაფორმალურ კლუბებს ინკლუზიური განათლების სტანდარტებისა და მიდგომების გაძლიერებაში, სოციალურ მუშაკთან აქტიური თანამშრომლობით. 
