პროექტის დეტალი

მელომანი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 20 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტი -მელომანი შამგონის ახალგაზრდულ ცენტრში.
აქტივობის დასაწყისში მონაწილეები გაიცნობენ ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროდან აქტივობის ორგანიზატორებს და ორგანიზატორები მიაწოდებენ მათ ინფორმაციას ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის შესახებ. შემდეგ ეტაპზე, მონაწილეები ჩამოაყალიბებენ  გუნდებს და გაეცნობიან თამაშის ინსტრუქციას.  შემდეგ კი დაიწყებენ თამაშს.

პრობლემა:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ახალგაზრდული სივრცის არ არსებობიდან გამომდინარე აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ სივრცე, სადაც შეძლებენ გართობასა და დასვენებას.

მიზანი:

  • ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს შესახებ ინფორმაციის მიწოდება მონაწილე ახალგაზრდებისთვის და სამომავლო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდა.
  • მონაწილეებისთვის გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობის მიცემა.
  • სახალისო აქტივობის შედეგად მონაწილეებში გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარების გამომუშავება.

მოსალონდელი შედგები:

  • მონაწილეები ინფორმირებულები არიან ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის შესახებ და აქტიურად ერთვებიან სხვა აქტივობებშიც.
  • მონაწილე ახალგარზდებს აქვთ გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა.
  • მონაწილე ახალგაზრდებში სახალისო აქტივობის შედეგად გამომუშავდება გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარები.

პროექტში  ჩაერთვნენ შამგონის ახალგაზრდული ცენტრის წევრი ახალგაზრდები 12-18 წლამდე.აღნიშნული პროექტი, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებითა და შამგონის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით  ჩატარდა.ამ პერიოდში  აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, შესაბამისად აქტიურად ვიღებდი ორგანიზებაში მონაწილეობას, ჯამში დავუთმე: 8 საათი.განხორციელდა, 10.02:2024, საორგანიზაციო საქმეები დაიწყო 1.02:24-ში.